180. ყოველი გულისზრახვა გონებაში წარმოქმნის გრძნობადი საქმის წარმოსახვას, რადგან არის რა სწორედ გონება „ასირიელი“ (სატანა), სხვაგვარად არ ძალუძს მას ჩვენი ცთუნება, თუ არ ისარგებლებს ჩვენეული შეგრძნებებითა და ჩვევებით.
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ა...
იხილეთ სრულად
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ან გონებას იბნელებს იგი, ანდა უზომო მოღვაწეობას ეწევა და აზროვნებას იმღვრევს.
92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთ...
იხილეთ სრულად
92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთურ სულთა წარმოსახვების უჩინომყოფელს.
175. ამრიგად, უწყვეტი ლოცვის გზით გონების ჰაერი განიწმინდება ბნელი ღრუბლებისგან, უკეთურების სულთა ქარებისგან, ხოლო გულისმიერი ჰაერის განწმენდისას შეუძლებელია მასში არ გაბრწყინდეს იესოს ღმრთეებრი სინათლე, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდე...
იხილეთ სრულად
175. ამრიგად, უწყვეტი ლოცვის გზით გონების ჰაერი განიწმინდება ბნელი ღრუბლებისგან, უკეთურების სულთა ქარებისგან, ხოლო გულისმიერი ჰაერის განწმენდისას შეუძლებელია მასში არ გაბრწყინდეს იესოს ღმრთეებრი სინათლე, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება ისე, რომ ცუდმედიდობის, მზვაობრობისა და თავმოთნეობის მიზეზით გავამპარტავნდეთ, მიუწვდომელთა მიმართ ავმსუბუქდეთ და იესოსგან შეუწევნელნი აღმოვჩნდეთ, რადგან ეს ყოველივე სძაგს ქრისტეს, თავმდაბლობის ნიმუშის მომცემს.
203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, რა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, – მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მ...
იხილეთ სრულად
203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, რა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, – მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მთელი გონითი ბუნების მიერ: ანგელოზებისგან, ადამიანებისგან და მთელი ქმნილებისგან, რაც დაჰბადა გამოუთქმელმა სამებამ, ერთმა ღმერთმა, რომლის ბრწყინვალე სასუფეველთან ნეტამც ჩვენც შევძლოთ მიახლება ზესთაწმინდა ღვთისმშობლისა და ჩ...
202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნ...
იხილეთ სრულად
202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნაყროვანება, სიძვა, ცუდმედიდობა, მოშურნეობა და ყველაფრის მწვერვალი – ამპარტავნება, რომელსაც ძალუძს ქვედაზიდოს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ანგელოზებიც ცათაგან და სინათლის ნაცვლად სიბნელე შემოახვიოს მათ.
201. ისევე როგორც არას ზრუნავენ ფულისა თუ ქონებისთვის ზენა ძალები, ამგვარადვე არას შფოთავენ უკეთური სულების ბოროტებათა გამო ისინი, რომლებმაც განიწმინდეს მხედველობა სულისა და სათნოება ითვისეს. კიდევ, ისევე როგორც იმათში აშკარად ავლ...
იხილეთ სრულად
201. ისევე როგორც არას ზრუნავენ ფულისა თუ ქონებისთვის ზენა ძალები, ამგვარადვე არას შფოთავენ უკეთური სულების ბოროტებათა გამო ისინი, რომლებმაც განიწმინდეს მხედველობა სულისა და სათნოება ითვისეს. კიდევ, ისევე როგორც იმათში აშკარად ავლენს თავს ღვთისკენ წარმატებულობის სიმდიდრე, ამგვარადვე აშკარავდება ამათშიც ღვთისადმი ტრფობა და სიყვარული, ღვთისადმი შეკერტება (დაჟინებით მზერა) და ზეაღსვლა, ამასთან ესენი, ზეაღსვლისას საღვთო დაგემოვნებისა და ექსტატური სურ...
200. მაშ, მოდი, ამიერიდან შემომიდექი მე, რომ თანაშეერთო გონების დაცულობის ნეტარებას, შემომიდექი, ვინც გინდა იყო, გწადია რა იხილო „კარგი დღეები“ (შდრ. ფს. 33.13), და უფლის მიერ გასწავლი შენ გონისეულ ძალთა (ანგელოზთა) საქმესა და მოღ...
იხილეთ სრულად
200. მაშ, მოდი, ამიერიდან შემომიდექი მე, რომ თანაშეერთო გონების დაცულობის ნეტარებას, შემომიდექი, ვინც გინდა იყო, გწადია რა იხილო „კარგი დღეები“ (შდრ. ფს. 33.13), და უფლის მიერ გასწავლი შენ გონისეულ ძალთა (ანგელოზთა) საქმესა და მოღვაწეობას, რადგან არ განძღებიან ანგელოზები უფლის ქებისგან, არცთუ – გონება, სიწმინდით მათთან გაჯიბრებული, და ისევე როგორც არას ზრუნავენ საზრდოს გამო უნივთონი (უსხეულონი, ანგელოზები), ამგვარადვე ეს ნივთიერნი უნივთონიც (ხორ...
198. თქვა ერთმა წმინდანთაგანმა: „თუ ავმეხსიერი ხარ, ავმეხსიერი იყავი ეშმაკთა მიმართ, და თუ მტრობა გსურს, მარადჟამს მტრობდე შენს სხეულს, რადგან ხორცი ცბიერი მეგობარია და როდესაც მის მიმართ მზრუნველობას ვიჩენთ, უფრო მეტად გვებრძვის“...
იხილეთ სრულად
198. თქვა ერთმა წმინდანთაგანმა: „თუ ავმეხსიერი ხარ, ავმეხსიერი იყავი ეშმაკთა მიმართ, და თუ მტრობა გსურს, მარადჟამს მტრობდე შენს სხეულს, რადგან ხორცი ცბიერი მეგობარია და როდესაც მის მიმართ მზრუნველობას ვიჩენთ, უფრო მეტად გვებრძვის“. და კიდევ: „მტრობა გქონდეს სხეულის მიმართ და ბრძოლა – მუცლის მიმართ“
197. კიდევ, ღრუბლების გაყრისას ჰაერი დაწმენდილი ხდება, ხოლო სიმართლის მზის, იესო ქრისტეს მიერ ვნებადი წარმოსახვების გაფანტვას უთუოდ ის სჩვევია, რომ მბრწყინავი და მოელვარე გულისზრახვები წარმოშვას გულში, რომლის ჰაერიც იესოს მიერ ნათ...
იხილეთ სრულად
197. კიდევ, ღრუბლების გაყრისას ჰაერი დაწმენდილი ხდება, ხოლო სიმართლის მზის, იესო ქრისტეს მიერ ვნებადი წარმოსახვების გაფანტვას უთუოდ ის სჩვევია, რომ მბრწყინავი და მოელვარე გულისზრახვები წარმოშვას გულში, რომლის ჰაერიც იესოს მიერ ნათდება, რადგან ეკლესიასტე ამბობს: „უფალს მინდობილნი გულისხმაყოფენ ჭეშმარიტებას და მორწმუნენი სიყვარულით თანამყოფობენ მასთან (სიბრძ. სოლ. 3.9)