5. ყურადღება ესაა გულისმიერი მუდმივი მოსვენებულობა ყოველგვარი გულისზრახვისგან, ამასთან, მარადის და ყოველჟამს მარტოოდენ იესოს, ღვთის ძისა და ღმერთის, ამომსუნთქველი და მხმობელი და გაბედულად მტრებს შერკინებული მასთან ერთად, მისდამი ა...
იხილეთ სრულად
5. ყურადღება ესაა გულისმიერი მუდმივი მოსვენებულობა ყოველგვარი გულისზრახვისგან, ამასთან, მარადის და ყოველჟამს მარტოოდენ იესოს, ღვთის ძისა და ღმერთის, ამომსუნთქველი და მხმობელი და გაბედულად მტრებს შერკინებული მასთან ერთად, მისდამი აღმსარებელი, ვისაც აქვს ერთადერთს უფლებამოსილება ცოდვათა მიტევებისა. ამგვარი სული, ნიადაგ შეეტკბობა ქრისტეს, გულთა ერთადერთ ფარულმცოდნეს, მისი ხმობის გზით, ამასთან, ცდილობს, ადამიანებს ყოველგვარად დაუფაროს თავისი სიტკბოებ...
4. ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისა და აზრებისგან გათავისუფლდება იგი. ამგვარნი მიცვ...
იხილეთ სრულად
4. ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისა და აზრებისგან გათავისუფლდება იგი. ამგვარნი მიცვალების ჟამს ვერ აუვლიან გვერდს თავისუფალი სახით ტარტაროზის მთავართ.
3. მღვიძარება ესაა გზა ღვთის ყველა სათნოებისა და მცნებისა, რაც „გულისმიერ მყუდროებადაც“ ითქმის. ამასთან, იგი, არაზმანებითად განსრულებული (ე.ი. არამოჩვენებითად ანუ ჭეშმარიტად განსრულებული, ნამდვილად მიღწეული), არის აგრეთვე „დაცულობ...
იხილეთ სრულად
3. მღვიძარება ესაა გზა ღვთის ყველა სათნოებისა და მცნებისა, რაც „გულისმიერ მყუდროებადაც“ ითქმის. ამასთან, იგი, არაზმანებითად განსრულებული (ე.ი. არამოჩვენებითად ანუ ჭეშმარიტად განსრულებული, ნამდვილად მიღწეული), არის აგრეთვე „დაცულობა გონებისა“.
2. დიდი რჯულმდებელი მოსე, უფრო კი სულიწმინდა, წარმოაჩენს რა ამგვარი სათნოების (მღვიძარების) უბიწოებას, სიწმინდეს, გარემომცველობას და ამამაღლებლობას, ამასთან, გვასწავლის რა, თუ რა სახით გვმართებს მისი მოპოვება და განსრულება, ამბობს...
იხილეთ სრულად
2. დიდი რჯულმდებელი მოსე, უფრო კი სულიწმინდა, წარმოაჩენს რა ამგვარი სათნოების (მღვიძარების) უბიწოებას, სიწმინდეს, გარემომცველობას და ამამაღლებლობას, ამასთან, გვასწავლის რა, თუ რა სახით გვმართებს მისი მოპოვება და განსრულება, ამბობს: „ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ ფარული სიტყვა ურჯულოება არ გახდეს შენს გულში“ (II სჯ. 15.9). „ფარულ სიტყვად“ სახელდებს იგი უკეთური რამ საქმის მარტოოდენ აზრისმიერ წარმოსახვას, მოძაგებულს ღვთისგან, რასაც, ეშმაკისგან შე...
1. მღვიძარება ესა სულიერი საშუალება, რომელიც, გახანგრძლივებული და გულმოდგინედ წარმართებული, ღვთის შეწევნით ადამიანს ყოვლითურთ ათავისუფლებს ვნებადი გულისზრახვებისგან, სიტყვებისგან და უკეთური საქმეებისგან, მიჰმადლებს რა მას, ამგვარა...
იხილეთ სრულად
1. მღვიძარება ესა სულიერი საშუალება, რომელიც, გახანგრძლივებული და გულმოდგინედ წარმართებული, ღვთის შეწევნით ადამიანს ყოვლითურთ ათავისუფლებს ვნებადი გულისზრახვებისგან, სიტყვებისგან და უკეთური საქმეებისგან, მიჰმადლებს რა მას, ამგვარად წარმართებული, დატევნისამებრ, მიუწვდომელი ღვთის უცთომელ ცოდნას და საღვთო და დაფარულ საიდუმლოთა განმარტებას, არის რა იგი ძველი და ახალი აღთქმის ყველა მცნების აღმსრულებელი და სამერმისო საუკუნის ყველა სიკეთის გარემომცველი....