25. გაფრთხილდი, არ შეირაცხო ძველი ისრაელისებრ და არ გახდე შენც გადაცემული გონითი მტრებისადმი, რადგან ისრაელმა, ყოველთა ღმერთის მიერ ეგვიპტელთაგან თავდახსნილმა, თავის შემწედ გამოდნობილი კერპი მოიგონა (გამოს. 32.1–8).
24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმ...
იხილეთ სრულად
24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმედიდობის შედეგად, თუმცა იესო ქრისტეს მოხმობის შედეგად მცირე დროითაც ვერ დაითმენენ დაყოვნებასა და შენს მოცთუნებას (მზაკვრულად მოტყუებას).
23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი მხრივ, თუ როგორია თავისი პირისახე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხედავს, ამავე სარკეში მაცქერალთ, ამგვარადვე, ვინც ყოვლითურთ თავის გულში შთ...
იხილეთ სრულად
23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი მხრივ, თუ როგორია თავისი პირისახე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხედავს, ამავე სარკეში მაცქერალთ, ამგვარადვე, ვინც ყოვლითურთ თავის გულში შთამჭვრეტია, ერთი მხრივ, ხედავს მასში თავის მდგომარეობას, თუმცა, ამასთან, ხედავს გონითი ეთიოპელების შავ სახეებსაც (ე.ი. უკეთური ძალების, რომელთა სულიერი სიშავის ანუ ბოროტების სიმბოლოა ეთიოპელების ხორციელი სიშავე).
22. შენ კი, ერთი მხრივ, გმართებს, რომ გონების გამჭრიახი და დაჟინებული მზერით ჭვრეტდე, რათა შეიცნო შემომსვლელნი, ხოლო შეიცნობ რა, მყისვე გველს თავი შეუმუსრო სიტყვისგების გზით, და, ამავე დროს, ამოკვნესით ხმობდე ქრისტეს მიმართ და ღვთ...
იხილეთ სრულად
22. შენ კი, ერთი მხრივ, გმართებს, რომ გონების გამჭრიახი და დაჟინებული მზერით ჭვრეტდე, რათა შეიცნო შემომსვლელნი, ხოლო შეიცნობ რა, მყისვე გველს თავი შეუმუსრო სიტყვისგების გზით, და, ამავე დროს, ამოკვნესით ხმობდე ქრისტეს მიმართ და ღვთის უხილავი შემწეობის გამოცდილება მიიღო მაშინ და სწორედ იმ ჟამს იხილო ნათლად სიწრფოება (პირდაპირობა, სისწორე, მართებულობა) გულისა.
21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მ...
იხილეთ სრულად
21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მტერი გამათრახდეს და დაიწვას.
20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგელბობა (ე.ი. სათანადო პასუხის გამცემლობა უკეთური გულისზრახვებისადმი ანუ ეშმაკის აზრისმიერი შემოტევებისადმი) და ლოცვა...
იხილეთ სრულად
20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგელბობა (ე.ი. სათანადო პასუხის გამცემლობა უკეთური გულისზრახვებისადმი ანუ ეშმაკის აზრისმიერი შემოტევებისადმი) და ლოცვა. კერძოდ, სიმდაბლე – იმიტომ, რომ, რადგან ამპარტავანი მეტოქეების – ეშმაკების წინააღმდეგ არის მისი ბრძოლა, ქრისტეს შეწევნა ჰქონდეს მას გულის ხელში, არის რა უფალი მოძულე ამპარტავნებისა; ყურადღება – იმიტომ, რომ თავისი გული მ...
19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან (ვნებათა მოკვეთისგან) სხ...
იხილეთ სრულად
19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან (ვნებათა მოკვეთისგან) სხვას ვერაფერს მოვინაყოფებთ, თუ არა გონების სრულ დაბნელებას და ნივთიერთა მიმართ უკუმიქცევას.
18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას...
იხილეთ სრულად
18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას.