ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 221]
თემა:
საკუთარი თავის შეცნობა
23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი
23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი მხრივ, თუ როგორია თავისი პირისახე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხედავს, ამავე სარკეში მაცქერალთ, ამგვარადვე, ვინც ყოვლითურთ თავის გულში შთამჭვრეტია, ერთი მხრივ, ხედავს მასში თავის მდგომარეობას, თუმცა, ამასთან, ხედავს გონითი ეთიოპელების შავ სახეებსაც (ე.ი. უკეთური ძალების, რომელთა სულიერი სიშავის ანუ ბოროტების სიმბოლოა ეთიოპელების ხორციელი სიშავე).
|