წმ. ევსუქი ხუცესი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თემა: გული

45. ისევე როგორც შეუძლებელია ერთ სოლინარში (მილი, არხი, სადინარი) ცეცხლისა და წყლის თანადროულად გასვლა, ასევე შეუძლებელია გულშიც ცოდვის შესვლა, ვიდრე არ დააკაკუნებს იგი ჯერ გულის კარზე უკეთური შემოტევის წარმოსახვის მიერ. 45. ისევე როგორც შეუძლებელია ერთ სოლინარში (მილი, არხი,...

link

44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით დასაწყისში, გამო... იხილეთ სრულად

link

43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს (ილუზიონისტს), სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემ... იხილეთ სრულად

link

42. კარგია ამის ცოდნაც გამოუცდელთათვის, რომ ჩვენ, ნივთიერნი და, ამასთან, სხეულითაც და გონებითაც მიწისკენ ქვედაზიდულნი, ვერანაირი სხვა გზით ვერ შევძლებთ დავძლიოთ უსხეულო, უხილავი და ავისმოსურნე მტრები, გონიერნი ცუდი საქმისთვის, გამ... იხილეთ სრულად

link

41. ისევე როგორც წვიმა, რომელიც რაც მეტად დაედინება მიწაზე, მით უფრო არბილებს ამ მიწას, ამგვარადვე, ქრისტეს წმინდა სახელიც, ჩვენს მიერ ამოძახებული და უხშირესად ხმობილი, ახარებს და ამხიარულებს ჩვენი გულის მიწას. 41. ისევე როგორც წვიმა, რომელიც რაც მეტად დაედინება...

link

40. მაშ, სული მინდობილი იყოს უფალს, მას ევედროს, და ნუ ექნება ნურაფრის შიში, რადგან არათუ მარტო იბრძვის, არამედ – საშინელ მეუფესთან, იესო ქრისტესთან ერთად, რომელიც არის შემოქმედი ყოველთა არსთა – უხორცოთა და ხორციელთა, ანუ ხილულთა ... იხილეთ სრულად

link

39. რამეთუ „ეშმაკი, როგორც მყვირალი ლომი, მიმოდის და დაეძებს ვინ შთანთქას“, და მასთან ერთად – ძალნი მისნი; მაშ, ნურასოდეს ნურანაირად ნუ დაგვეშრიტება გულისმიერი ყურადღება, მღვიძარება, სიტყვისმგებლობა და ლოცვა ჩვენი ღვთის, იესო ქრის... იხილეთ სრულად

link

38. ვისწავლოთ ქრისტესგან მდაბალცნობიერება, დავითისგან – სიმდაბლე და პეტრესგან – ტირილი შემთხვეულთა გამო (ცოდვით დაცემათა გამო), თუმცა ნუ წარვიკვეთთ სასოს სამსონისებრ, იუდასებრ ანდა ყოვლადბრძენი სოლომონისებრ. 38. ვისწავლოთ ქრისტესგან მდაბალცნობიერება, დავითისგან –...

link

37. არ ვართ სამსონზე უფრო ძლიერნი, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არცთუ საღვთო დავითზე უფრო მცოდნენი, არც მთავარმოციქულ პეტრეზე უფრო ღვთისმოყვარენი. მაშ, ნუ მივენდობით ჩვენს თავს, რადგან წერილი ამბობს: „თავის თავს მინდობილი დაეცემა ს... იხილეთ სრულად

link
თემა: ცოდვა

36. „შესცოდავს რა ერთი, – ამბობს საღვთო წერილი, – დაჰკარგავს იგი დიდ სიკეთეს, და სცოდავს რა გონება, ჰკარგავს იგი უკვდავ სასმელსა და საჭმელს. 36. შესცოდავს რა ერთი, – ამბობს საღვთო წერილი, –...

link
0