53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სა...
იხილეთ სრულად
53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სათნოებისა და მღვიძარების ყოვლითურთ მოყურადე და მოსურნე იმისა, რომ კეთილი გულისზრახვებით იშვებდეს იგი, არ დაითმენს, რომ, ნივთიერ და ამაო გულისზრახვათა შემოტევისას, წარტაცებული იყოს ხუთი გრძნობისგან, არამედ მათი მაცთუნებლობ...
52. ამას შევუდგეთ ძმანო ჩემნო, წადიერად და ამის ხილვებში განწმენდილი გონებით ქრისტე იესოს მიერ მფრინვალეებმა ავამოქმედოთ ჩვენი ცოდვებისა და თავდაპირველი ცხოვრების განმჭვრეტელობა, რომ ჩვენ, შემუსვრილებსა და დამდაბლებულებს ჩვენი ცოდ...
იხილეთ სრულად
52. ამას შევუდგეთ ძმანო ჩემნო, წადიერად და ამის ხილვებში განწმენდილი გონებით ქრისტე იესოს მიერ მფრინვალეებმა ავამოქმედოთ ჩვენი ცოდვებისა და თავდაპირველი ცხოვრების განმჭვრეტელობა, რომ ჩვენ, შემუსვრილებსა და დამდაბლებულებს ჩვენი ცოდვების გახსენებით, უწყვეტად გვქონდს ჩვენი ღვთის იესო ქრისტეს შეწევნა უხილავ ბრძოლაში, რადგან ამპარტავნების, ცუდმედიდობისა თუ თავმოთნეობის გამო იესოს თანადგომას მოკლებულნი ვაკლდებით განწმენდილობას გულისას, რითაც შეიცნობა ა...
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას...
იხილეთ სრულად
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას და ყველა გრძნობადი უკეთურების ჩამონათვალს, ვინაიდან ვერ დაითმენს, რომ ამათ გამო თუნდაც მცირედით მოაკლდეს იგი თავის სიტკბოებას.
50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრც...
იხილეთ სრულად
50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრცობს იგი თავის რტოებს მჭვრეტელობათა ზღვამდე და უფსკრულამდე, და თავის ყლორტებს – საამურ და საღვთო საიდუმლოთა მდინარეებამდე (შდრ. ფს. 79.12), ამასთან არწყულებს გონებას, დიდი ხნიდან უღვთოებით გამხმარს უკეთურ სულთა გულისზრახვ...
49. ფრთხილად იყავი ყოველჟამს, რომ არანაირი გულისზრახვა არ გქონდეს გულში, არც უგუნური, არც კეთილგონივრული, რომ ამ სახით ადვილად შეიცნო უცხოტომელნი, ესე იგი ეგვიპტელთა პირმშო ძეები (უკეთური გულისზრახვები).
48. გულისმიერი მყუდროების ნიმუშად იყოს შენთვის მავანი, რომელსაც სარკე უჭირავს ხელში და ჩასცქერის მას, რადგან სწორედ ამ სახით დაინახავ შენს გულში გონითად ჩაწერილ უკეთურებებს და სიკეთეებს.
47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება – ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მე...
იხილეთ სრულად
47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება – ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მეორე მხრივ კი, გამარჯვების ჯილდო მოგვიბოძოს ჩვენ.
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა...
იხილეთ სრულად
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა გრძნობადი საქმე ანუ ცოდვა. ამიტომ, თუ ყურადღებით და მღვიძარებით იქნება გონება და თუ იგი სიტყვისგებისა (ე.ი. პასუხის გაცემისა ეშმაკებისთვის) და უფალ იესოს მოხმობის გზით გამოვლენისთანავე უკუაქცევს შემოტევას, გულისზრახვათა...