77. ისევე როგორც გრძნობადად ვზიანდებით საზიანოთა მხედველნი, ასევე – გონითად

წმ. ევსუქი ხუცესი - ციტატები, ამონარიდები
76. ყველა სათნოებითი სწავლების საგუშაგო (სათვალთვალო, სადარაჯო) ესაა გონების დამცველობა, ისევე როგორც – დავითის გუშაგი ძველად, წინასწარ რომ წარმოაჩენდა „გულის წინადაცვეთას“.
75. სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებს, მეორე კი – სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: „ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ – ღმერთს თ... იხილეთ სრულად
74. ვნებათა უმოქმედობის ჟამს, – იქნება ეს მიზეზთა მოკვეთის შედეგად თუ ეშმაკთა მზაკვრული უკუმიქცევის კვალობაზე, – ამპარტავნება ჩნდება.
73. ნუ გექნება მთელი ყურადღბა სხეულის მიმართ, არამედ განუწესე მას ძალისამებრ ღვწა და მთელი შენი გონება შინაგანისკენ მიაქციე, რადგან სხეულებრივი წვრთნა მცირედით არის სასარგებლო, კეთილმსახურება კი ყოველმხრივ სასარგებლოა (I ტიმ. 4.8)... იხილეთ სრულად
72. მრავალი ვნებაა დაფარული ჩვენს სულებში, ამხილებენ კი ისინი თავიანთ თავს მაშინ, რაჟამს მიზეზები წარმოჩნდებიან. (შეგონების არსი ისაა, რომ ჩვენს შიგნით თუმცა მრავალ ვნებაა, მაგრამ ის ვნებები არაიშვიათად უჩინარნი არიან და თავს იჩენ... იხილეთ სრულად
71. მაშ, ვინ არის ამ თაობაში ვნებადი გულისზრახვებისგან ყოველგვარად განშორებული და მუდამჟამს ღირსჩენილი წმინდა და უნივთო ლოცვისა, რაც არის სწორედ ნიშანი შინაგანი მონაზონისა?
70. საქმეთაგან განშორებულმა, – ვთქვათ, ცოლისგან, ქონებისგან და ასე შემდეგ, – „გარეგანი ადამიანი“ აქცია მონაზვნად, არათუ უკვე – „შინაგანიც“, ხოლო გონების ვნებადი გულისზრახვებისგან განშორებული ჭეშმარიტი მონაზონია. ამასთან, „გარეგან ... იხილეთ სრულად
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ა... იხილეთ სრულად
68. ვინც დღენიადაგ შინაგანისკენ მიმართავს ყურადღებას, უბიწოებას იცავს; მეტიც, მჭვრეტელობს იგი, ღვთისმეტყველებს და ლოცულობს. და ეს არის, რასაც ამბობს მოცუქული: „სულით იარეთ და ხორცის გულისთქმას ნუ აღასრულებთ“ (გალატ. 5.16).