87. ისევე როგორც გრძნობადი მარილი გემოს აძლევს პურსა და ყოველგვარ ნამზადს, ხორცეულს კი გაუფუჭებლად და მყარად იცავს, ამგვარადვე ისაზრე გონითი გემოვნებისა და საკვირველი საქმიანობის გონებისგან დაცულობის შესახებ, რადგან გონება საღვთოდ...
იხილეთ სრულად
87. ისევე როგორც გრძნობადი მარილი გემოს აძლევს პურსა და ყოველგვარ ნამზადს, ხორცეულს კი გაუფუჭებლად და მყარად იცავს, ამგვარადვე ისაზრე გონითი გემოვნებისა და საკვირველი საქმიანობის გონებისგან დაცულობის შესახებ, რადგან გონება საღვთოდ ატკბობს კიდეც როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს, ამასთან, განდევნის უკეთურ გულისზრახვათა სიმყრალეს და მშვენიერებათა შიგნით მყარად გვიცავს ჩვენ.
86. თუ ადამიანი არ აღასრულებს ღვთის ნებასა და რჯულს „თავისი მუცლის“, ესე იგი – თავისი გულის შუაში, ვერც იმას შეძლებს, რომ გარეგანად იმოქმედოს იგი ადვილად, და ეტყვის ღმერთს არამღვიძარე და უგულისყურო: „არ მსურს ვიცოდე შენი გზები“, უ...
იხილეთ სრულად
86. თუ ადამიანი არ აღასრულებს ღვთის ნებასა და რჯულს „თავისი მუცლის“, ესე იგი – თავისი გულის შუაში, ვერც იმას შეძლებს, რომ გარეგანად იმოქმედოს იგი ადვილად, და ეტყვის ღმერთს არამღვიძარე და უგულისყურო: „არ მსურს ვიცოდე შენი გზები“, უთუოდ – საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო (იგულისხმება, რომ ამგვარ ვინმეს არ სურს იცოდეს უფლის გზები მის პიროვნებაში საღვთო გაბრწყინების ნაკლებობის გამო), რომლის თანაზიარიც არათუ არ იქნება გულსავსებას მოკლებული, არამედ ...
85. „დასასრულად სიტყვისა ყოველივე ისმინე: გეშინოდეს ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი“, როგორც გონითად, ასევე გრძნობადად, რადგან თუ გონითად აიძულებ შენს თავს, რომ დაიცვა მცნებები, მათთვის მშრომელს იშვიათად გექნება გრძნობადთა საჭიროე...
იხილეთ სრულად
85. „დასასრულად სიტყვისა ყოველივე ისმინე: გეშინოდეს ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი“, როგორც გონითად, ასევე გრძნობადად, რადგან თუ გონითად აიძულებ შენს თავს, რომ დაიცვა მცნებები, მათთვის მშრომელს იშვიათად გექნება გრძნობადთა საჭიროება, ვინაიდან დავითი ამბობს: „ვისურვე აღსრულება შენი ნებისა და შენი რჯულისა ჩემი მუცლის შუაში“ (ფს. 39.9).
84. „მწყურვალნი, – ამბობს, – წადით წყალთან“ (ეს. 55.1), ხოლო მწყურვალნი ღვთისა ვიდოდეთ გონების სიწმინდით. ამასთან, გონების მიერ მაღლად მფრენს მართებს, რომ თავისი უბადრუკების მიწასაც დასცქერდეს, რადგან არავინ არის მდაბალზე უფრო მაღ...
იხილეთ სრულად
84. „მწყურვალნი, – ამბობს, – წადით წყალთან“ (ეს. 55.1), ხოლო მწყურვალნი ღვთისა ვიდოდეთ გონების სიწმინდით. ამასთან, გონების მიერ მაღლად მფრენს მართებს, რომ თავისი უბადრუკების მიწასაც დასცქერდეს, რადგან არავინ არის მდაბალზე უფრო მაღალი, ვინაიდან ისევე როგორც სინათლის არარსებობის ჟამს წყვდიადში და სიბნელეშია ყოველივე, ამგვარადვე, რაჟამს არ არსებობს მდაბალცნობიერება, ღვთისკენ მიმართული ყველა ჩვენი გულმოდგინება ფუჭია და ამაო.
83. საკუთრივია ვარსკვლავისთვის ის სინათლე, რაც მის გარშემოა, ხოლო ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშისთვის საკუთრივია უბადრუკება და სიმდაბლე, რადგან, ჩვეულებრივ, სხვა არაფერია ქრისტეს მოწაფეთა გამოსაცნობი და წარმომჩენი ნიშანი, თუ არა მდ...
იხილეთ სრულად
83. საკუთრივია ვარსკვლავისთვის ის სინათლე, რაც მის გარშემოა, ხოლო ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშისთვის საკუთრივია უბადრუკება და სიმდაბლე, რადგან, ჩვეულებრივ, სხვა არაფერია ქრისტეს მოწაფეთა გამოსაცნობი და წარმომჩენი ნიშანი, თუ არა მდაბალი გონება და უბადრუკი შესახედაობა, და ყველგან ამას ღაღადებს ოთხი სახარება, ხოლო ვინც არ ცხოვრობს ასე, – ესე იგი სიმდაბლით, – განეშორება იმის ნაწილს, რომელმაც ვიდრე სიკვდილამდე და ჯვრამდე დაიმდაბლა თავისი თავი (იესო ქრ...
81. ვინც პატივს მიაგებს მეუფეს, ასრულებს მისგან ნაბრძანებს, ხოლო შესცოდებს რა ანდა იურჩებს, მოსაწევარს მიიღებს როგორც კუთვნილს. სწავლისმოყვარე თუ ხარ, გახდი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამაყებს ადამიანს.
80. ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, წერილთა თანახმად, და იგი მისდამი კეთილად დამონებულებს თავისუფლებას ანიჭებს, რადგან ამბობს: „კარგი, კეთილო და სანდო მონავ! მცირედზე გახდი სანდო, ბევრზე დაგადგენ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში...
იხილეთ სრულად
80. ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, წერილთა თანახმად, და იგი მისდამი კეთილად დამონებულებს თავისუფლებას ანიჭებს, რადგან ამბობს: „კარგი, კეთილო და სანდო მონავ! მცირედზე გახდი სანდო, ბევრზე დაგადგენ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში“ (მ. 25.21), მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მონა ის, ვინც ლიტონ ცოდნაზეა დანდობილი, არამედ – ის, ვისაც მორჩილებით სწამს მცნებათდამდები ქრისტესი.
79. როდესაც უფალმა ინება გაეცხადებინა, რომ ყველა მცნება სავალდებულოა, ძეობილობა კი თავისი სისხლით მოუბოძა ადამიანებს, თქვა: „რაჟამს აღასრულებთ თქვენდამი ნამცნებთ, თქვით: „უსარგებლო მონები ვიყავით და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“....
იხილეთ სრულად
79. როდესაც უფალმა ინება გაეცხადებინა, რომ ყველა მცნება სავალდებულოა, ძეობილობა კი თავისი სისხლით მოუბოძა ადამიანებს, თქვა: „რაჟამს აღასრულებთ თქვენდამი ნამცნებთ, თქვით: „უსარგებლო მონები ვიყავით და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“. ამიტომ, არა არის საქმეთა საზღური ცათა სასუფეველი, არამედ უფლის მადლია იგი, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული. არ ითხოვს მონა თავისუფლებას როგორც საზღაურს, არამედ მადლობას იხდის იგი როგორც მოვალეობის მქონე და მადლიერებით ...
78. ისევე როგორც მთელი მცენარე გაახმო იმან, ვინც დააზიანა მისი გული, ამგვარადვე იფიქრე ადამიანის გულის შესახებაც. თვით ყველაზე უმნიშვნელოსაც კი ყურადღება უნდა მიაქციო, რადგან უქმად არ არიან ქურდები.