ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 235]
თემა:
თავმდაბლობა
84. მწყურვალნი, – ამბობს, – წადით წყალთან (ეს. 55.1), ხოლო მწყურვალნი ღვთისა ვიდოდეთ გონების
84. „მწყურვალნი, – ამბობს, – წადით წყალთან“ (ეს. 55.1), ხოლო მწყურვალნი ღვთისა ვიდოდეთ გონების სიწმინდით. ამასთან, გონების მიერ მაღლად მფრენს მართებს, რომ თავისი უბადრუკების მიწასაც დასცქერდეს, რადგან არავინ არის მდაბალზე უფრო მაღალი, ვინაიდან ისევე როგორც სინათლის არარსებობის ჟამს წყვდიადში და სიბნელეშია ყოველივე, ამგვარადვე, რაჟამს არ არსებობს მდაბალცნობიერება, ღვთისკენ მიმართული ყველა ჩვენი გულმოდგინება ფუჭია და ამაო.
|