ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 235]
თემა:
მცნებათა დაცვა
85. დასასრულად სიტყვისა ყოველივე ისმინე: გეშინოდეს ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი, როგორც გონითად,
85. „დასასრულად სიტყვისა ყოველივე ისმინე: გეშინოდეს ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი“, როგორც გონითად, ასევე გრძნობადად, რადგან თუ გონითად აიძულებ შენს თავს, რომ დაიცვა მცნებები, მათთვის მშრომელს იშვიათად გექნება გრძნობადთა საჭიროება, ვინაიდან დავითი ამბობს: „ვისურვე აღსრულება შენი ნებისა და შენი რჯულისა ჩემი მუცლის შუაში“ (ფს. 39.9).
|