1625. მარადიული ხსნის დასამკვიდრებლად საკმარისია საღმრთო გამოცხადების ცოდნა?
1625. მარადიული ხსნის დასამკვიდრებლად საკმარისია საღმრთო გამოცხადების ცოდნა?
1.ათი მცნება, რომელიც ძველ აღთქმაში სინას მთაზე მოგვეცა წინასწარმეტყველ მოსეს გზით;
2.ორი უდიდესი და უმთავრესი მცნება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულზე;
3.ცხრა ნეტარების მცნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
1.მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა უცხონი ჩემსა გარეშე.
2.არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე,, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქუეყანისა: არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურობდე მათ.
3.არა მიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
4.მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდან ჰყავ იგი; ექვს დღესა შინა იქომდე, და ქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა.
5.პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენდ ა დღეგრძელი იყვე ქუეყანასა ზედა.
6.არა კაც-ჰკლა.
7.არა იმრუშო.
8.არა იპარო.
9.არა ცილი-სწამო ამოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10.არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
განმარტება:
ის, რომ ხსნის დამკვიდრებისთვის აუცილებელია ათი მცნების უცილობლად დაცვა, გამომდინარეობს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პასუხიდან იმ ადამიანისადმი, რომელმაც ჰკითხა, თუ რა უნდა ექნა, რომ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება? Pასუხი იყო ასეთი: ,,არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ ეც-მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (მთ.19,16-19).
1.გვწამდეს ერთი ღმერთი,
2.გვაქვნდეს სასოება მისი,
3.გვიყვარდეს იგი და
4.თაყვანის ვსცემდეთ და ვმსახურებდეთ მას.
|
|