წმ. ევსუქი ხუცესი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

107. მარადის გვახსოვდეს იგავი უსამართლო მსაჯულის შესახებ, რაც იმისთვის თქვა უფალმა (ლკ. 18.1–8), რომ გვმართებს დღენიადაგ ვილოცოთ და არ მოგვეწყინოს, რადგან ამით ვპოვებთ სარგებელსა და შურისგებას (უკეთურ ძალებზე). 107. მარადის გვახსოვდეს იგავი უსამართლო მსაჯულის...

link

106. „დავშვრეთ“ დავითისებრ და „ღაღადვყოთ“: „უფალო იესო ქრისტე, დაე, „გაგვიშრეს ჩვენ ყელი“, მაგრამ ნუ „მოაკლდება ჩვენს გონით თვალებს ჩვენი უფალი ღმერთის იმედი"(ფს.68.4). 106. დავშვრეთ დავითისებრ და ღაღადვყოთ: უფალო იესო...

link

105. გვმართებს, რომ დღენიადაგ მიმოვაქცევდეთ ჩვენი გულის სივრცეში იესო ქრისტეს სახელს, ისევე როგორც ელვა მიმოიქცევა სამყაროს ჰაერში, როდესაც წვიმის წამოსვლაა მოსალოდნელი, რადგან ესეც იციან ზედმიწევნით იმათ, რომლებსაც აქვთ გამოცდილე... იხილეთ სრულად

link

104. სჩვევია გულს, რომელიც დღენიადაგ დაცულია და არ ეძლევა ნებართვა, რომ შეიწყნაროს ბნელი და უკეთური სულების დასახულობანი, ხატნი და წარმოსახვანი, თავისი თავისგან წარმოშვას ნათელსხივოსანი გულისზრახვები, რადგან ისევე როგორც ნაკვერცხა... იხილეთ სრულად

link

103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრ... იხილეთ სრულად

link

102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სას... იხილეთ სრულად

link
თემა: ზიარება

101. რაჟამს ჩვენ, უღირსნი, შიშითა და ძრწოლით ქრისტეს, ჩვენი ღვთისა და მეუფის, საღვთო და უხრწნელ საიდუმლოთა ღირსნი გავხდებით, მაშინ უფრო მეტად გამოვავლენთ მღვიძარებას, გონების დაცულობასა და სიმკაცრეს, რომ საღვთო ცეცხლმა, ანუ ჩვენი ... იხილეთ სრულად

link

100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამობს უფლისადმი: „ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ“ (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით „დაცულობა“ გულისმიერი და გონითი მყუდროების „ძალმოსილებისა“, რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვ... იხილეთ სრულად

link

99. ისევე როგორც შეუძლებელია შიშველი სხეულით ბრძოლაში შესვლა ანდა სამოსლითურთ გადაცურვა დიდი ზღვისა ან კიდევ ამოსუნთქვის გარეშე სიცოცხლე, ამგვარადვე შეუძლებელია სიმდაბლისა და ქრისტესადმი განუწყვეტელი ვედრების გარეშე გონითი და დაფა... იხილეთ სრულად

link

98. ამრიგად, როდესაც და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ ვიხილავთ ამ გულისზრახვებს მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს... იხილეთ სრულად

link
0