ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 239]
თემა:
იესოს ლოცვა
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრმისკენ ჭვრეტა და გონებითად დღენიადაგ მყუდროებაში ყოფნა, – ვიტყვი ასე, – თვით იმ გულისზრახვებისგანაც, ჯეროვანნი რომ ჩანან, აგრეთვე – გულმოდგინება იმისთვის, რომ დავცარიელდეთ გულისზრახვებისგან, რათა შეუმჩნეველნი არ დარჩნენ ქურდები, და თუმცა კი მოთმინედ დავშვრებით გულით, ახლოსაა ნუგეში.
|