117. ისევე როგორც ველები განამრავლებენ ხორბალს, ამგვარადვე განამრავლებს მღვიძარება შენს გულში ყოველგვარ სიკეთეს, უკეთ – ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოგანიჭებს ამას შენ, რომლის გარეშეც არ ძალგვიძს არაფრის ქმნა. და პირველად კიბედ აღმოაჩ...
იხილეთ სრულად
117. ისევე როგორც ველები განამრავლებენ ხორბალს, ამგვარადვე განამრავლებს მღვიძარება შენს გულში ყოველგვარ სიკეთეს, უკეთ – ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოგანიჭებს ამას შენ, რომლის გარეშეც არ ძალგვიძს არაფრის ქმნა. და პირველად კიბედ აღმოაჩენ მას (მღვიძარებას), შემდეგ – საკითხავ წიგნად, კვლავაც წარმატებული კი ჰპოვებ მასვე ზეციურ ქალაქ იერუსალიმად და გონითად ცხადლივ იხილავ შენ ძალთა მეუფე ქრისტეს ისრაელისას მასთან თანაარსი მამითა და თაყვანსაცემი სულიწმინდით...
116. რადგან ამას (იგულისხმება ყურადღების სათნოება) ეწოდება გონითი სიბრძნისმოყვარეობა, მას შეუდექი დიდი მღვიძარებითა და მხურვალე წადიერებით, იესოს ლოცვასთან ერთად, სიმდაბლით, დაუცხრომლობით, გრძნობადი და გონითი ბაგეების მდუმარებით, ...
იხილეთ სრულად
116. რადგან ამას (იგულისხმება ყურადღების სათნოება) ეწოდება გონითი სიბრძნისმოყვარეობა, მას შეუდექი დიდი მღვიძარებითა და მხურვალე წადიერებით, იესოს ლოცვასთან ერთად, სიმდაბლით, დაუცხრომლობით, გრძნობადი და გონითი ბაგეების მდუმარებით, საჭმელთაგან, სასმელთაგან და ყოველგვარი ცოდვითი საქმისგან თავშეკავებით. შეუდექი მას გონების გზით, ცოდნისმიერი აზროვნებით, და იგი, ღვთით, გამცნობს შენ იმას, რაც არ უწყოდი; იგი ცნობიერგყოფს, გაგანათლებს, გულისხმიერგყოფს, გა...
115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც...
იხილეთ სრულად
115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც არის დაცულობა გონებისა, დამარხულობა გონებისა, ტკბილი მყუდროების გულისმიერი სრულყოფილება და სულის არაზმანებითი ნეტარი მდგომარეობა. ესაა იმგვარი მოვლენა, რასაც ვერ ჰპოვებ ბევრში.
114. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა არ გაკვეთოს ჰაერი, ამგვარადვე შეუძლებელია, რომ ადამიანის გული დღენიადაგ არ იბრძოლებოდეს ეშმაკთაგან ანუ ფარულად არ იმოქმედებოდეს მათ მიერ, თუნდაც რომ ამ ადამიანს დიდი სხეულებრივი მო...
იხილეთ სრულად
114. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა არ გაკვეთოს ჰაერი, ამგვარადვე შეუძლებელია, რომ ადამიანის გული დღენიადაგ არ იბრძოლებოდეს ეშმაკთაგან ანუ ფარულად არ იმოქმედებოდეს მათ მიერ, თუნდაც რომ ამ ადამიანს დიდი სხეულებრივი მოღვაწეობა ჰქონდეს.
113. გულის განწმენდილობა, ანუ გონების დაცულობა და დამარხულობა, რისი სახეც არის ახალი აღთქმა (თუკი ჯეროვნად იქნება იგი ჩვენ მიერ შენარჩუნებული), ყველა ვნებასა და ყველა ცოდვას აღმოფხვრის და კვეთს ჩვენი გულიდან, სანაცვლოდ კი შემოაქვს...
იხილეთ სრულად
113. გულის განწმენდილობა, ანუ გონების დაცულობა და დამარხულობა, რისი სახეც არის ახალი აღთქმა (თუკი ჯეროვნად იქნება იგი ჩვენ მიერ შენარჩუნებული), ყველა ვნებასა და ყველა ცოდვას აღმოფხვრის და კვეთს ჩვენი გულიდან, სანაცვლოდ კი შემოაქვს მას სიხარული, კეთილმოიმედეობა, შემუსვრილობა, მოთქმა, ცრემლი, შემეცნება საკუთარი თავისა და საკუთარი ცოდვებისა, სიკვდილის ხსოვნა, ჭეშმარიტი სიმდაბლე, დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა და ადამიანების მიმართ და გულისმიერი საღვთ...
112. გარეგანი და გრძნობადი სხეულებრივი ღვწის ხატი ძველი აღთქმაა, ხოლო წმინდა სახარება, რაც არის ახალი აღთქმისა, გულისმიერი ყურადღების ანუ განწმენდილობის ხატია, და ისევე როგორც ძველი აღთქმა ვერ სრულყოფდა, ვერცთუ გულსავსეს ხდიდა შინ...
იხილეთ სრულად
112. გარეგანი და გრძნობადი სხეულებრივი ღვწის ხატი ძველი აღთქმაა, ხოლო წმინდა სახარება, რაც არის ახალი აღთქმისა, გულისმიერი ყურადღების ანუ განწმენდილობის ხატია, და ისევე როგორც ძველი აღთქმა ვერ სრულყოფდა, ვერცთუ გულსავსეს ხდიდა შინაგან ადამიანს ღვთისმსახურებაში, რადგან, მოციქულის თქმით, „რჯულმა ვერარა სრულყო“ (ებრ. 7.19), შეაფერხა რა მარტოოდენ უხეში ცოდვები, ვინაიდან მოყვასის თვალისა და კბილთა ამოგდების აკრძალვაზე (იგულისხმება: „თვალი თვალისა წილ ...
111. ეს საკვირველი სარგებელი აქვს გონებას მყუდროებისგან, რომ, ღვთის მოხედვითა და შეწევნით, ყველა იმ ცოდვას, რაც კი ადრე მხოლოდ აზრისმიერად რეკდა გონებაში (რათა გონებისმიერი მოწონების კვალობაზე გრძნობად და უხეშ ცთომილებად ქცეულიყო)...
იხილეთ სრულად
111. ეს საკვირველი სარგებელი აქვს გონებას მყუდროებისგან, რომ, ღვთის მოხედვითა და შეწევნით, ყველა იმ ცოდვას, რაც კი ადრე მხოლოდ აზრისმიერად რეკდა გონებაში (რათა გონებისმიერი მოწონების კვალობაზე გრძნობად და უხეშ ცთომილებად ქცეულიყო) ყოვლითურთ აღმოფხვრის გონებითი და მღვიძარებითი სათნოება, რომელიც არ ანებებს ხსენებულ ცოდვებს, შეაღწიონ ჩვენს შინაგან ადამიანში და იპოვონ გზა უკეთური საქმეებისკენ.
110. თუმცა ისინიც, რომლებიც მოქმედებითი ცოდვისგან გარკვეული იძულებით განაყენებენ საკუთარ თავს, ნეტარნი არიან ღვთის, ანგელოზებისა და კაცთა წინაშე, რადგან „ცათა სასუფევლის მაიძულებლებად“ წარმოჩნდებიან.
109. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ამჟამინდელ ცხოვრებაში ჭამისა და სმის გარეშე ვცოცხლობდეთ, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ სულმა, რომელსაც არ ექნება გონების დაცულობა და გულისმიერი სიწმინდე (ანუ ის, რაც არის და რასაც ეწოდება მღვი...
იხილეთ სრულად
109. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ამჟამინდელ ცხოვრებაში ჭამისა და სმის გარეშე ვცოცხლობდეთ, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ სულმა, რომელსაც არ ექნება გონების დაცულობა და გულისმიერი სიწმინდე (ანუ ის, რაც არის და რასაც ეწოდება მღვიძარება), მიაღწიოს რასმე სულიერსა და ღვთისთვის სათნოს, ანდა გათავისუფლდეს გონებითი ცოდვისგან, თუნდაც რომ მავანი, სატანჯველთა შიშით, აიძულებდეს თავის თავს, არ სცოდავდეს.
108. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მზისადმი შეკერტებულს (ხანგრძლივად, დაჟინებით მზირალს) ჭარბად არ გაუცისკროვნდეს თვალები, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ არ გასხივოსნდეს დღენიადაგ გულის ჰაერში შთამჭვრეტი (გულის სივრცეში, გულის წ...
იხილეთ სრულად
108. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მზისადმი შეკერტებულს (ხანგრძლივად, დაჟინებით მზირალს) ჭარბად არ გაუცისკროვნდეს თვალები, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ არ გასხივოსნდეს დღენიადაგ გულის ჰაერში შთამჭვრეტი (გულის სივრცეში, გულის წიაღში შთამჭვრეტი).