138. მრავალრიცხოვან პირუტყვულ გულისზრახვათაგან შეჭირვებულნი შემსუბუქებას და სიხარულს ვპოვებთ, რაჟამს ჭეშმარიტად და პირუთვნელად გავკიცხავთ ჩვენს თავს ანთუ რაჟამს ყოველივეს მივუთხრობთ უფალს ვით ადამიანს, და უთუოდ ყოვლითურთ ვპოვებთ შ...
იხილეთ სრულად
138. მრავალრიცხოვან პირუტყვულ გულისზრახვათაგან შეჭირვებულნი შემსუბუქებას და სიხარულს ვპოვებთ, რაჟამს ჭეშმარიტად და პირუთვნელად გავკიცხავთ ჩვენს თავს ანთუ რაჟამს ყოველივეს მივუთხრობთ უფალს ვით ადამიანს, და უთუოდ ყოვლითურთ ვპოვებთ შვებას ამ ორივესგან.
137. ჩვენს გულში თუნდაც ჩვენს უნებურად გამყარებულ და აღმართულ გულისზრახვათა აღხოცვა სჩევია იესოს ლოცვას, მღვიძარებითად აღვლენილს გულისმიერი აზრის სიღრმეებიდან.
136. ვინაიდან ადამიანთა მიმართ არაბუნებრივად აღძრული მრისხანება, ისევე როგორც არაღვთისეული მწუხარება და მოწყინება მსგავსადვე გახრწნის კეთილ და ცოდნისმიერ გულისზრახვებს, რომლებსაც აღსარების ჟამს განყრის უფალი და სიხარულს შთაგვინერგ...
იხილეთ სრულად
136. ვინაიდან ადამიანთა მიმართ არაბუნებრივად აღძრული მრისხანება, ისევე როგორც არაღვთისეული მწუხარება და მოწყინება მსგავსადვე გახრწნის კეთილ და ცოდნისმიერ გულისზრახვებს, რომლებსაც აღსარების ჟამს განყრის უფალი და სიხარულს შთაგვინერგავს.
135. შეჭირვებებში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში ჩავარდნილებს გვმართებს ის ვაკეთოთ, რაც – დავითმა: „გავფინოთ ჩვენი გული ღვთის მიმართ“ (შდრ. ფს. 141.3; ფს. 61.3) და ჩვენი ვედრება და შეჭირვება, როგორც წესი, მივუთხროთ უფალს“, რადგან ა...
იხილეთ სრულად
135. შეჭირვებებში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში ჩავარდნილებს გვმართებს ის ვაკეთოთ, რაც – დავითმა: „გავფინოთ ჩვენი გული ღვთის მიმართ“ (შდრ. ფს. 141.3; ფს. 61.3) და ჩვენი ვედრება და შეჭირვება, როგორც წესი, მივუთხროთ უფალს“, რადგან აღსარებას ვეუბნებით ღმერთს, როგორც შემძლეს იმისას, რომ ბრძნულად განაგოს ჩვენი საქმენი, თანაც, თუ გვარგებს, შეჭირვება გაგვიადვილოს და გამოგვიხსნას დამღუპველი და გამხრწნელი მწუხარებისგან.
133. მოგზაური, რომელიც აპირებს შორეულ, ძნელად სავალ და მძიმე გზას დაადგეს, ამასთან შიშობს, უკან დაბრუნებისას გზა არ აებნეს, თავისი მოგზაურობის დროს გარკვეულ სანიშნეებსა და გზის მაჩვენებლებს ამაგრებს, თავისიანებთან უკან დაბრუნება რ...
იხილეთ სრულად
133. მოგზაური, რომელიც აპირებს შორეულ, ძნელად სავალ და მძიმე გზას დაადგეს, ამასთან შიშობს, უკან დაბრუნებისას გზა არ აებნეს, თავისი მოგზაურობის დროს გარკვეულ სანიშნეებსა და გზის მაჩვენებლებს ამაგრებს, თავისიანებთან უკან დაბრუნება რომ გაუადვილოს. მღვიძარების გზით მავალი ადამიანი, მეორე მხრივ, სიტყვებს აღმართავს, იმავეს შიში აქვს რა მასაც (გულისხმობს მოძღვართა შეგონებებს, რომელთა გათვალისწინების გარეშე დიდია საფრთხე გზის აბნევისა).
134. მაგრამ მოგზა...
131. გამბედავი და ზვიადი ცხენი საამოდ დგება ყალყზე, მიმღები მხედრისა (სიმბოლურად ნიშნავს ზეცისკენ, ღვთისკენ სწრაფვას), ხოლო სიამეში მყოფი გონება სიამეს იღებს უფლის სინათლით, შედის რა მასში „განთიადისას“ (შდრ. ფს. 5.4), გულისზრახვე...
იხილეთ სრულად
131. გამბედავი და ზვიადი ცხენი საამოდ დგება ყალყზე, მიმღები მხედრისა (სიმბოლურად ნიშნავს ზეცისკენ, ღვთისკენ სწრაფვას), ხოლო სიამეში მყოფი გონება სიამეს იღებს უფლის სინათლით, შედის რა მასში „განთიადისას“ (შდრ. ფს. 5.4), გულისზრახვებისგან თავისუფალი. ამასთან, იგი, თვითვე ზეაღმმართველი თავისი თავისა, „მიემართება“ გონების საქმითი ფილოსოფიის „ძალისგან“, გამოუთქმელ მოვლენათა და სათნოებათა განმჭვრეტი გამოუთქმელი „ძალისკენ“. და ამ დაუსრულებლის მაღალ და ს...
130. წისქვილის ვირი წინ ვერ წადგამს ნაბიჯს იმ წრიდან, რაშიც არის იგი ჩაბმული. ასევე, გონებაც ვერ დაწინაურდება სრულმყოფელ სათნოებაში, თუ იგი არ მოიწესრიგებს თავის შინაგან მდგომარეობას, რადგან ამის გარეშე მუდამ ბრმა იქნება იგი შინაგ...
იხილეთ სრულად
130. წისქვილის ვირი წინ ვერ წადგამს ნაბიჯს იმ წრიდან, რაშიც არის იგი ჩაბმული. ასევე, გონებაც ვერ დაწინაურდება სრულმყოფელ სათნოებაში, თუ იგი არ მოიწესრიგებს თავის შინაგან მდგომარეობას, რადგან ამის გარეშე მუდამ ბრმა იქნება იგი შინაგანი თვალებით, ვერ შემძლე იმისა, რომ დაინახოს სათნოება და ნათელცისკროვანი იესო.
129. გონება უგულისყურობიდან ისევ თავის წესსა და მღვიძარებას დაუბრუნდება, თუკი იგი კვლავ გულმოდგინებას შეუდგება და თუ ჩვენ კვლავაც მგზნებარე მოსწრაფებით აღვადგენთ ჩვენი გონების საქმითობას.
128. მართლაც, ვინც ყოველდღიურად მიესწრაფვის და ეძიებს გონების სიმშვიდესა და მყუდროებას, ამგვარი ვინმე ადვილად მოიძაგებს ყველაფერს გრძნობადს, რათა არ დაშვრეს ფუჭად, მაგრამ თუ იგი განაცრუებს თავის სინდისს, მწარედ დაიძინებს დავიწყები...
იხილეთ სრულად
128. მართლაც, ვინც ყოველდღიურად მიესწრაფვის და ეძიებს გონების სიმშვიდესა და მყუდროებას, ამგვარი ვინმე ადვილად მოიძაგებს ყველაფერს გრძნობადს, რათა არ დაშვრეს ფუჭად, მაგრამ თუ იგი განაცრუებს თავის სინდისს, მწარედ დაიძინებს დავიწყების სიკვდილით, რაგვარ დაძინებასაც ლოცვით განირიდებს დავითი (ფს. 12.4); ამბობს კი მოციქულიც: „ვინც იცის სიკეთის ქმნა და არ აკეთებს, ცოდვად შეერაცხება ეს“ (იაკ. 4.17).