ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 241]
თემა:
სულიერი მღვიძარება
111. ეს საკვირველი სარგებელი აქვს გონებას მყუდროებისგან, რომ, ღვთის მოხედვითა და შეწევნით, ყველა იმ
111. ეს საკვირველი სარგებელი აქვს გონებას მყუდროებისგან, რომ, ღვთის მოხედვითა და შეწევნით, ყველა იმ ცოდვას, რაც კი ადრე მხოლოდ აზრისმიერად რეკდა გონებაში (რათა გონებისმიერი მოწონების კვალობაზე გრძნობად და უხეშ ცთომილებად ქცეულიყო) ყოვლითურთ აღმოფხვრის გონებითი და მღვიძარებითი სათნოება, რომელიც არ ანებებს ხსენებულ ცოდვებს, შეაღწიონ ჩვენს შინაგან ადამიანში და იპოვონ გზა უკეთური საქმეებისკენ.
|