დაიცავი თვალი, შვილო, თუ გსურს სიძვის ეშმაკი დაამარცხო. არანაკლებ სახიფათოა უმსგავსო სურათებისა და ჟურნალ-გაზეთების თვალიერება.
სულის თვალი ფართოდ გაახილე. დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის (განსაკუთრებით თვალები), ისე სულის (კერძოდ, გონება – გაფანტვისგან), რადგან ამ საცნობელთა მეშვეობით შემოდის სულში სულიერ დაავადებათა ყველა შხამიანი მიკრობი. ამგვარად, დ...
იხილეთ სრულად
სულის თვალი ფართოდ გაახილე. დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის (განსაკუთრებით თვალები), ისე სულის (კერძოდ, გონება – გაფანტვისგან), რადგან ამ საცნობელთა მეშვეობით შემოდის სულში სულიერ დაავადებათა ყველა შხამიანი მიკრობი. ამგვარად, დაუდევარი ქრისტიანი დროთა განმავლობაში მრავალი სნეულებით ავადდება და კარგავს თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ ჯანმრთელობას.
link
შვილო, გრძნობის ორგანოები – საცნობელნი დაიცავი, განსაკუთრებით კი თვალი. ის რვაფეხას საცეცებივით ყველაფერს იჭერს, რაც მის წინ მოძრაობს, ყველაზე ადვილად კი ცოდვის ნანადირევს მიიტაცებს. თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპ...
იხილეთ სრულად
შვილო, გრძნობის ორგანოები – საცნობელნი დაიცავი, განსაკუთრებით კი თვალი. ის რვაფეხას საცეცებივით ყველაფერს იჭერს, რაც მის წინ მოძრაობს, ყველაზე ადვილად კი ცოდვის ნანადირევს მიიტაცებს. თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა. დავითმა თვალის გაუფრთხილებლობის გამო მკვლელობა და მრუშობა ჩაიდინა მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, მადლითა და წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული.
link
მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს, თვალს გაუფრთხილდით.
სულის გონიერი თვალი ყოველთვის ზეცისკენ გქონდეს მიპყრობილი, საიდანაც შეწევნა მოვა.
მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი, ...
იხილეთ სრულად
მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი, მარადიული ზეციური იერუსალიმი, პირმშოთა დედა; იქ დაემკვიდრებიან გადარჩენილთა სულები, რომელთაც მწიკვლი უცოდველმა კრავმა თავისი სისხლით ჩამოჰბანა!
link
როგორც კი დავხუჭავთ სხეულის თვალებს, გონების თვალები აგვეხილება და თითქოს ძილიდან გამოგვეღვიძება ამ ცხოვრებიდან იქაურში. მაშინ დაინახავ მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს. მაშინ დაინახავ ანგელოზებს, წმიდანებს. ყოველთა ნეტარ დედას, წმიდ...
იხილეთ სრულად
როგორც კი დავხუჭავთ სხეულის თვალებს, გონების თვალები აგვეხილება და თითქოს ძილიდან გამოგვეღვიძება ამ ცხოვრებიდან იქაურში. მაშინ დაინახავ მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს. მაშინ დაინახავ ანგელოზებს, წმიდანებს. ყოველთა ნეტარ დედას, წმიდა ქალწულსა და ღმრთისმშობელს, რომელსაც ყოველწამს მოვუხმობთ და ვისი წყალობითაც გვაქვს ყველაფერი.
link
რას ნიშნავს გრძნობის დაცვა მხედველობის ცოდვისგან?
ოდესღაც ღირს პატაპისთან(ხსენება 8 დეკემბერს) ბრმადშობილი ყმაწვილი მივიდა და წმიდა ბერს ევედრა, ღვთისგან მისთვის თვალისჩინი გამოეთხოვა. -მაგრამ ყველაზე მეტად რისთვის გინდა მხედველობა? - ჰკითხა ახალგაზრდას პატაპიმ და ჯვარცმას მ...
იხილეთ სრულად
ოდესღაც ღირს პატაპისთან(ხსენება 8 დეკემბერს) ბრმადშობილი ყმაწვილი მივიდა და წმიდა ბერს ევედრა, ღვთისგან მისთვის თვალისჩინი გამოეთხოვა.-მაგრამ ყველაზე მეტად რისთვის გინდა მხედველობა? - ჰკითხა ახალგაზრდას პატაპიმ და ჯვარცმას მიუახლოვდა.-რათა ვიხილო ქმნილება, - მიუგო მან, - ამით კი შემოქმედის სრულყოფილ აღქმას მივუახლოვდე და ვადიდო იგი.ახალგაზრდა გონიერებით გრძნობამორეულმა ბერმა უფალს შეჰღაღადა:-იესო ქრისტე, ბრმათათვის სინათლისა და მკვდართათვის სიცოც...
link
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან