
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ
მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი, მარადიული ზეციური იერუსალიმი, პირმშოთა დედა; იქ დაემკვიდრებიან გადარჩენილთა სულები, რომელთაც მწიკვლი უცოდველმა კრავმა თავისი სისხლით ჩამოჰბანა!