წყარო:
მამობრივი დარიგებანი
დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის, ისე სულის
დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის, ისე სულის
სულის თვალი ფართოდ გაახილე. დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის (განსაკუთრებით თვალები), ისე სულის (კერძოდ, გონება – გაფანტვისგან), რადგან ამ საცნობელთა მეშვეობით შემოდის სულში სულიერ დაავადებათა ყველა შხამიანი მიკრობი. ამგვარად, დაუდევარი ქრისტიანი დროთა განმავლობაში მრავალი სნეულებით ავადდება და კარგავს თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ ჯანმრთელობას.