ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 229]
თემა:
გონება
53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის
53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სათნოებისა და მღვიძარების ყოვლითურთ მოყურადე და მოსურნე იმისა, რომ კეთილი გულისზრახვებით იშვებდეს იგი, არ დაითმენს, რომ, ნივთიერ და ამაო გულისზრახვათა შემოტევისას, წარტაცებული იყოს ხუთი გრძნობისგან, არამედ მათი მაცთუნებლობის შემცნობი თავის შიგნითაც დიდად თრგუნავს მათ.
|