ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 229]
თემა:
სულიერი მღვიძარება
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას და ყველა გრძნობადი უკეთურების ჩამონათვალს, ვინაიდან ვერ დაითმენს, რომ ამათ გამო თუნდაც მცირედით მოაკლდეს იგი თავის სიტკბოებას.
|