196. ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც იმგვარად შეეწებვის იესოს ლოცვას გონებაში და იმგვარად უწყვეტად ხმობს ამ ლოცვას გულში, როგორც შეერთვის, ვთქვათ, ჰაერი ჩვენს სხეულს, ანდა ალი – ცვილს. ამასთან, მიწის თავზე გამავალი მზე დღეს აღმოაცენებ...
იხილეთ სრულად
196. ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც იმგვარად შეეწებვის იესოს ლოცვას გონებაში და იმგვარად უწყვეტად ხმობს ამ ლოცვას გულში, როგორც შეერთვის, ვთქვათ, ჰაერი ჩვენს სხეულს, ანდა ალი – ცვილს. ამასთან, მიწის თავზე გამავალი მზე დღეს აღმოაცენებს, უფალ იესოს წმინდა და სათაყვანო სახელი კი, ჩვენს გონებაში უწყვეტად მბრწყინავი, აურაცხელ მზიურ ფიქრებს წარმოშობს.
195. ძველი აღთქმის სამღვდელო გასაცხადებელნი (იგულისხმება ძველი აღთქმის დიდი მღვდლისთვის ნიშანდობლი გარეგანი აქსესუარები, რაც მის მღვდლობას განაცხადებდა, წმ. ევსუქი ხუცესს, კერძოდ, მხედველობაში აქვს სამღვდელო თავსაბურის – მიტრის შუ...
იხილეთ სრულად
195. ძველი აღთქმის სამღვდელო გასაცხადებელნი (იგულისხმება ძველი აღთქმის დიდი მღვდლისთვის ნიშანდობლი გარეგანი აქსესუარები, რაც მის მღვდლობას განაცხადებდა, წმ. ევსუქი ხუცესს, კერძოდ, მხედველობაში აქვს სამღვდელო თავსაბურის – მიტრის შუაში მოთავსებული ოქროს თხელი ფირფიტა – პეტალი) წარმოადგენდა განწმენდილი გულის წინასახეებს, რათა ჩვენც მიგვეპყრო მზერა ჩვენი გულის პეტალისთვის, – ხომ არ იყო გაშავებული ცოდვების მიერ, – და გაგვებანა იგი ცრემლების, სინანულის...
194. ვინაიდან გულის დაცულობა, – ღვთით და ოდენ ღვთის გამო სულში გახანგრძლივებული, – ცნობიერებას ანიჭებს „მთავარს“ (ე.ი. გონებას) საღვთო შერკინებებში და არამცირე შემძლეობას მიჰმადლებს მასთან ზიარებულს იმისთვის, რომ საუფლოდ სათნო გან...
იხილეთ სრულად
194. ვინაიდან გულის დაცულობა, – ღვთით და ოდენ ღვთის გამო სულში გახანგრძლივებული, – ცნობიერებას ანიჭებს „მთავარს“ (ე.ი. გონებას) საღვთო შერკინებებში და არამცირე შემძლეობას მიჰმადლებს მასთან ზიარებულს იმისთვის, რომ საუფლოდ სათნო განსჯით განაგოს მან საქმეები და სიტყვები.
193. საერთოდ კი, სხვა არაფერია გულის სიწმინდე, რის შედეგადაც იპოვება ჩვენში ზემოდან გადმომავალი სიმდაბლეც და ყოველგვარი სიკეთე, თუ არა ის, რომ არანაირად არ მივცეთ სულში შემოსვლის ნება ჩვენს წინაშე წარმომდგარ გულისზრახვებს.
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარ...
იხილეთ სრულად
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარტავნებაზე, როგორც ლერწმის კვერთხზე (არამყარ საფუძველზე), დაყრდნობილნი სულისა და სხეულის სხვა რამ სამკაულებით ვიწონებთ თავს და ცუდმედიდობას ვეძლევით, თან, რაც განსაკუთრებით საშინელია, ჩვენი მეტისმეტი ურჯულოებისა და უგუნურ...
190. თქვა უფალმა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ. 11.29).
191. თქვა უფალმა: „ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, როგორც ეს ბავშვი, ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს თავის ...
იხილეთ სრულად
190. თქვა უფალმა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ. 11.29).
191. თქვა უფალმა: „ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, როგორც ეს ბავშვი, ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება (შდრ. მათ. 18.4; 23.12). „ისწავლეთ, – ამბობს, – ჩემგან (შდრ. მთ.11.29). ხედავ, სწავლება ეხება თავმდაბლობას, ვინაიდან მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა (ინ. 12.50), თვით ეს მცნება კი არის თავმდაბლობა. მაშ, ვ...
189. შენს სუნთქვასა და ნესტოებს შეუერთე მღვიძარება და იესოს სახელი, ანდა დაუვიწყებელი წვრთნა სიკვდილისთვის და თავმდაბლობა, რადგან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ორივე მათგანს.
188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვიცნ ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგ...
იხილეთ სრულად
188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვიცნ ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგვარადვე გონებაც, როდესაც იგი შეისრუტავს მისგან მიღებულ გულისზრახვებს, მაგრამ შეიგრძნობს რა ხსენებულ გულისზრახვათა სიმწარეს, გულის სიღრმიდან ამოძახებული იესოს ლოცვით ადვილად უკუამოიღებს მათ და მთილანად ამოტყორცნის, როგორც...
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მ...
იხილეთ სრულად
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მოვუძლურდებით და გონითი ღვწისგან მოვმედგრდებით, მომდევნო განთიადისას კვლავ კეთილად შემოვისარტყლოოთ გონითი წელი და კვლავაც მტკიცედ შევუდგეთ საქმეს, ვუწყით რა, რომ ჩვენ, რომლებსაც შეგვიცვნია მშვენიერება, ვერაფერი გაგვამართლ...
186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავი...
იხილეთ სრულად
186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავითი, წარმოაჩენს რა სწორედ ამავეს. თან, როდესაც იგი გვიცხადებდა გონების გამომეძიებლობას საკუთარი თავის მიმართ გონოთი ბრძოლის შესახებ და, აგრეთვე, ღვთის შემწეობასა და დამფარველობას, ამბობდა: „და იკითხავს ადამიანი: თუ იქნება...