171. გონების დაცვა მისადაგებულად და სახელის შესაფერისად იწოდება „სინათლისმშობლად“, „ელვისმშობლად“, სინათლისმტყორცნელად“ და „ცეცხლშემოსილად“, რადგან, თუ ჭეშმარიტს ვიტყვი, აღემატება იგი აურაცხელ და მრავალ სხეულებრივ სათნოებას. სწორე...
იხილეთ სრულად
171. გონების დაცვა მისადაგებულად და სახელის შესაფერისად იწოდება „სინათლისმშობლად“, „ელვისმშობლად“, სინათლისმტყორცნელად“ და „ცეცხლშემოსილად“, რადგან, თუ ჭეშმარიტს ვიტყვი, აღემატება იგი აურაცხელ და მრავალ სხეულებრივ სათნოებას. სწორედ ამის გამო გვმართებს, რომ ღირსეული სახელებით ვუწოდოთ ამ სათნოებას მისგან წარმოქმნილ ცისკროვან სინათლეთა კვალობაზე, რომლის მოტრფიალეებს, - აქმდე ცოდვილებს, უსარგებლოებს, უწმინდურებს, უმეცრებს, უგულისხმოებს და უსამართლოებ...
170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგ...
იხილეთ სრულად
170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგროვებენ მას, ცეცხლზე დადებენ და დაიწვება (შდრ. ინ. 15.6), „მაგრამ ვინც დარჩება ჩემში, მეც – მასში“ (ინ. 15), ვინაიდან ისევე როგორც არ ძალუძს მზეს ანათებდეს სინათლის გარეშე, ამგვარადვე შეუძლებელია გულის გაწმენდა წარმწყემე...
169. სახლის საფუძველი ქვებია, ხოლო ამ სათნოების (გონების დამცველობის) საფუძველიც და სახურავიც ესაა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სათაყვანო და წმინდა სახელი. ამასთან ღელვის ჟამს ადვილად დაინთქმება ის უგუნური მესაჭე ხომალდისა, რომელიც გა...
იხილეთ სრულად
169. სახლის საფუძველი ქვებია, ხოლო ამ სათნოების (გონების დამცველობის) საფუძველიც და სახურავიც ესაა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სათაყვანო და წმინდა სახელი. ამასთან ღელვის ჟამს ადვილად დაინთქმება ის უგუნური მესაჭე ხომალდისა, რომელიც განდევნის მეზღვაურებს, თან ნიჩბებსა და ანძებს ზღვაში გადაყრის, თავად კი ძილს მიეცემა, თუმცა უფრო ადვილად დაინთქმება ეშმაკთა მიერ ის სული, რომელიც მათი შემოტევების დაწყებისას უგულებელყოფს მღვიძარებასა და იესო ქრისტეს სახელი...
168. ვერ გაივლის ხომალდი ბევრ მანძილს წყლის გარეშე. ასევე, ვერანაირად ვერ წარემართება გონების დამცველობა, თუ არ გვაქვს მღვიძარება სიმდაბლესა და იესო ქრისტეს ლოცვასთან ერთად.
166. იესო ქრისტეში გაძლიერებულებს და კრძალულებითი მღვიძრებით სრბოლის დამწყებთ მოგვეახლება სამართლიანობის მამზევებელი იესო, რომელიც უპირველესად გამოგვიჩნდება ვით ჩირაღდანი ჩვენს გონებაში, ჩვენგან თითქოსდა გონების ხელით ზეპყრობილი დ...
იხილეთ სრულად
166. იესო ქრისტეში გაძლიერებულებს და კრძალულებითი მღვიძრებით სრბოლის დამწყებთ მოგვეახლება სამართლიანობის მამზევებელი იესო, რომელიც უპირველესად გამოგვიჩნდება ვით ჩირაღდანი ჩვენს გონებაში, ჩვენგან თითქოსდა გონების ხელით ზეპყრობილი და გონებისეულ ბილიკებზე გზამკვლევი ჩვენთვის; შემდეგ – ვით მთვარე სრულცისკროვანი, ჩვენი გულის სამყაროში მრგვლივ მიმომქცევი, და ბოლოს – ვით მზე, ჩვენდა ვლენილი, თავის თავს რომ გვიჩენს, ცხადია, და – განჭვრეტათა თავისსავე ყოვ...
164. ნამდვილად ორად გაყოფა მართებს ადამიანს არჩევანის კვალობაზე, ანუ, როგორც ვთქვი, შუაზე უნდა განიკვეთებოდეს იგი უბრძნესი განზრახვის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად დაუზავებელი მტერი უნდა იყოს თავისი თავისა. მაშ, როგორი ...
იხილეთ სრულად
164. ნამდვილად ორად გაყოფა მართებს ადამიანს არჩევანის კვალობაზე, ანუ, როგორც ვთქვი, შუაზე უნდა განიკვეთებოდეს იგი უბრძნესი განზრახვის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად დაუზავებელი მტერი უნდა იყოს თავისი თავისა. მაშ, როგორი განწყობაც ექნება მავანს ვინმე ადამიანისადმი, რომელიც მეტისმეტად უმოწყალოდ და, ამასთან, მიწყივ შეაჭირვებს და შეურაცხყოფს მას, ამგვარივე, და ბევრად მკაცრიც, უნდა იყოს ჩვენი განწყობა ჩვენივე თავის მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, ...
163. ვითომცდა მარტივ და ნაკლებად უვნებო გულისზრახვებს ვნებადნი მოედევნებიან, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაკვირვებით აღმოვაჩენთ ამას. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებულთაგან პირველნი გზად უხდებიან მეორეებს, უვნებონი – ვნებადთ.
162. „ვაი იმათ, – ამბობს, – რომლებიც გულს იღუპავენ (ზირ. 2.14), და რას იზამენ ამგვარნი, როდესაც მოიხილავს უფალი? ამიტომ, გულმოდგინება გვმართებს ჩვენ, ძმანო.
161. მოიწევა ჩვენზე ჟამი სიკვდილისა, – მოიწევა, და შეუძლებელია გაქცევა მისგან. იმ ჟამს (სიკვდილის ჟამს) მომსვლელმა სოფლის და ჰაერის მთავარმა (ეშმაკმა) ნეტამც ჰპოვოს ჩვენი ცოდვები მცირე და კნინი, რომ არ გვამხილოს მან სამართლიანად;...
იხილეთ სრულად
161. მოიწევა ჩვენზე ჟამი სიკვდილისა, – მოიწევა, და შეუძლებელია გაქცევა მისგან. იმ ჟამს (სიკვდილის ჟამს) მომსვლელმა სოფლის და ჰაერის მთავარმა (ეშმაკმა) ნეტამც ჰპოვოს ჩვენი ცოდვები მცირე და კნინი, რომ არ გვამხილოს მან სამართლიანად; უსარგებლოდღა ვიტირებთ მაშინ, რადგან ის მონა, – ამბობს, – ვინც იცოდა თავისი უფლის ნება და არ იმოქმედა როგორც მონამ, დაიტანჯება დიდად (შდრ. ლკ. 12.47).