
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
სასუფეველი სამოთხე
ახლა, ძმაო, ჩემო საყვარელო, განიცადე თავი შენი, შესრულხარა შენ სასუფეველსა შინა ცათასა, მიგიღია შენ
ახლა, ძმაო, ჩემო საყვარელო, განიცადე თავი შენი, შესრულხარა შენ სასუფეველსა შინა ცათასა, მიგიღია შენ მოქალაქეობა სულიერისა ამის სუფევისა, ანუ ვიდრე აქამომდე ღარიბ ხარ შენ სულითა და ვერ შერაცხე თავი შენი შორის მოქალაქეთა ზეციერისა სუფევისა? დიდიხანია სასუფეველი ესე რეკს კარსა გულისა შენისათა და ცდილობს, რომ შევიდეს იგი მას შინა, გარნა ვაი თუ ვიდრე აქამომდე ვერ ხედავს იგი, რომელ შენ აღგესრულებინოს პირობა მონანიებისა; ვიდრე აქამომდე ვერ ხედავს, რომ შენ უარ გეყო სოფელი და ცოდვა მისი. ნუ მეტყვი, ძმაო: მე ქრისტიანე ვარ და ნათელ–მიღებიეს; მე მრწამს სახარება, დავდივარ ეკლესიაში და თავის დროზე ვეზიარები. კეთილი არს ესე ყოველი და არც შეიძლება უიმისოდ კაცი შევიდეს სასუფეველსა შინა ცათასა; გარნა შეიძლება, რომ კაცმა ყოველი ესე აღასრულოს და მაინც არ იყოს მოქალაქე სასუფეველისა ცათასა; ვინაიდგან თუმცა ამას ასრულებს, გარნა გული მისი მაინც დამორჩილებულ არს ცოდვისადმი, მაინც უყვარს მას სოფელი უმეტეს ღვთისა.
|