
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ეშმაკი დემონი
უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა (შდრ. მთ. 4. 17),
უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა (შდრ. მთ. 4. 17), რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდენ უმეტეს შეუძლია ესრეთ იფიქროს მან და კიდეც დარწმუნდეს, რომელ ჩვენ ცოდვილ არსებაში იგი იპოვის მრავალთა ცუდთა ვნებათა და მიდრეკილებათა, რომელთა საშუალებით ხშირად ჩაგვაგდებს ჩვენ იგი ცოდვასა შინა. გარნა აჰა მაცხოვარი თვისითა საკუთარითა მაგალითითა წინათვე გვაჩვენებს ჩვენ, რა სახით და რა საშუალებით აცდუნებს სულიერი მტერი კაცსა.
|