
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
რა საკვირველი ღვთისა მოყვარე და მსასოებელი იყო წინასწარმეტყველი ანნა. იგი იყო ქვრივი ოთხმოცდაოთხისა წლისა, ქმართან სცხოვრებდა მხოლოდ შვიდი წელი. დანარჩენი ცხოვრება თვისა გაატარა ტაძრის ეზოში, რომელი არა განეშორებოდა ტაძარსა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე და ღამე. ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თავის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტ სიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა? ამას რომ ჰკითხვიდეს ვინმე თავის თავს, მისი სინიდისი და გული შეიტყობდა, რა საშინელი და სამწუხარო განსხვავება არის შორის მისა და ანნა წინასწარმეტყველისა, და მიიღებდა იგი დიდსა სწავლასა და მხილებასა.
|
|