წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო უკეთუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა და მონანება, მიაქციე ყურადღბა ლოცვასა

ხოლო უკეთუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა და მონანება, მიაქციე ყურადღბა ლოცვასა მეზვერისასა: „ხოლო მეზვერე იგი შორს ჰსდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18.13). მონანული მეზვერე, შემუსვრილი და შეწუხებული ვერ ჰბედავდა წინ დგომასა... იგი შორს სდგა... იგი ესრეთ იყო შეწუხებული თვისის საკუთარის გრძნობისაგან, რომელ თითქმის თავის თავი ეძაგებოდა მას. იგი ვერ ბედავდა ზე აღხილვად და გარემოს თვისსა მიხედვად: იგი მხოლოდ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა.
 
თემატური კითხვები
0