წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი

მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა გაერევა და გამოჩნდება მხოლოდ ზოგიერთთა საქმეთა შინა, ეს კი ყოველ სიტყვაში და ყოველ საქმეში. ფარისევლობა ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ ჰაზრს და სიტყვას მისცემს რაღასაც ცუდად განსხვავებულს ფერს; გარნა უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომელ იგი ატყუებს კაცსა. კაცი მყოფი ფარისევლობასა შინა ფიქრობს, ვითომც იგი არის კეთილი და სათნო ღვთისა.
 
0