წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა

ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის. ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ცრუ საუნჯე, იგი დაჰკარგავს ჭეშმარიტსა, ზეციურსა საუნჯესა. ხოლო რომელმან საუნჯე თვისი დასდვა ზეცათა შინა და ცოტ–ცოტად მოამზადა სული თვისი დაუცხრომელითა მოღვაწებითა, ქველის საქმითა, მარხვითა და ლოცვითა, იგი ერთხელ შეემთხვევა ჭეშმარიტსა განუხრწნელსა საუნჯესა. სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. ამინ.
 
0