წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მრავალგზის და მრავალფერად გიწოდებს შენცა მაცხოვარი განმავლობასა შინა შენისა სიცოცხლისა. ღვთისაგან

მრავალგზის და მრავალფერად გიწოდებს შენცა მაცხოვარი განმავლობასა შინა შენისა სიცოცხლისა. ღვთისაგან არის ყოველი შემთხვევა, როდესაც გული შენი, მარადის გართული სოფლისა ამის ამაოებასა შინა, უცებ გაიხსოვნებს ღმერთსა, მოსწყინდება ყოველი ამ სოფლის ამაოება და ურვა, მოსწყურდება მიქცევა ღვთისადმი და დავიწყება ამ სოფლის ბოროტებისა; ან როდესაც სინიდისი შენი ტვირთმძიმე ცოდვათაგან სწუხს, იურვის და გდევნის შენ გამოსვლად ცოდვის მონებისგან და მიქცევად ღვთისადმი; გარნა საუბედუროდ ნაცვლად მისა, რომ შენ ყური დაუგდო ესრეთ შინაგანსა შენსა ხმოვანებასა და მიიღო იგი, ვითარცა წოდება ღვთისა, მზაკვარ გონებამან შენმან სხვა რამე მიზეზს მიაწერა იგი და დააჩუმა შინაგანი თვისი მოძრაობა და მით გააუქმა წოდება ღვთისა.
 
0