წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

იტყვიან, რომ ამ ქვეყანაზე ყოველთა უდიდესი და უძლიერესი სიყვარული არის სიყვარული დედისა ნაშობისადმი

იტყვიან, რომ ამ ქვეყანაზე ყოველთა უდიდესი და უძლიერესი სიყვარული არის სიყვარული დედისა ნაშობისადმი თვისისა; რისთვის? მისთვის, რომ დედასა ძვირად უღირს შობა და აღზრდა ძისა თვისისა. ჩვენი სულიერი შობა და განთლება მაცხოვარსა უღირდა გამოუთქმელ და აღუწერელ ტანჯვად; ამისთვის, არცა ერთი დედა ქვეყანასა ზედა ისე არ სწუხს მხედველი სიცუდისა და სიბოროტისა თვისისა შვილისა, როგორცა სწუხს მაცხოვარი მხედველი ჩვენისა უღირსებისა.
 
0