ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
მარხვა
გარდა ამისა, ჭეშმარიტი მარხულობა გავლენას უნდა ახდენდეს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მის
გარდა ამისა, ჭეშმარიტი მარხულობა გავლენას უნდა ახდენდეს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მის მხარეზე. გარნა ადამიანი ორი კერძისაგან შედგება: სულისა და ხორცისაგან. ამასთან ერთად, როგორც ხორცს, ისე სულს, არასწორი ქმედება ემჩნევა, ამიტომ მოთმინებაც საჭიროა, როგორც ხორციელი, აგრეთვე სულიერი მარხულობა, გარეშე ხორციელისა, შეუძლებელია. ეს უკანასკნელი საჭიროა, რათა ადამიანში არ წარმოიშვან ცუდი აზრები, ზრახვები, სურვილები და წარმოსახვანი. ხორციელი სიმსუქნის დროს ადამიანის ვნებანი კიდევ მეტად აღიგზნებიან. ვნებათა დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა - მოთმინება, თავდაჭერა გემრიელ საჭმელებიდან, თბილ საგებ-სახურავიდან და ბალიშიდან.
|