წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მეორე სახე მრისხანებისა, თუმცა ეგოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და

მეორე სახე მრისხანებისა, თუმცა ეგოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ისაა. კაცს ხშირად გული მოუვა, როცა მას ვინმე ჩაგრავს, თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, ან წაართვა რამე. ამ დროს შეუძლებელია კაცი არ გაჯავრდეს და არ დაიჩივლოს, რომ ისიც კაცია, ადამიანი და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც თავი უნდა შეიკავო, გეშინოდეს, რომ გრძნობამ არ წარგიტაცოს და ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ ისე განრისხდი, რომ შურისძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ შენც მას დაემსგავსები და ღმრთის მოწინააღმდეგე შეიქნები

 
თემატური კითხვები
0