
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კაცსა მდაბალსა და გულწრფელსა? რასაკვირველია, მეორესა. ვერავინ აღიარებს იესო ქრისტეს ღმერთად, უკეთუ სული წმიდა არ შეეწია მას; გარნა სული წმიდა ასწავლის მხოლოდ კაცსა მდაბალსა და კეთილსა.