
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 326]
კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს: სხვანი ჩემზედ უარესნი
კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს: სხვანი ჩემზედ უარესნი არიანო, სხვანიც ესრე შვრებიანო და მეც ასრე ვქმენიო; წუთის სოფელი არისო, როგორ შეიძლება რომ კაცი არ შეცდესო. ამას და ამისთანა მრავალს იტყვის კაცი ცოდვილი. ადვილად შეუნდობს იგი ცოდვასა თვისსა სიჭაბუკესა, ხან უმეცრებასა და ხან სხვის შეგონებასა.
|