
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა
ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსა სწამს ღმერთი და კარგად იქცევა. ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდესთ ეს ორი: მართლმადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფა–ქცევა.