
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 400]
თემა:
საკუთარი თავის შეცნობა
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის თავი არ იცის, თუ არ შეიტყო, რა ცოდვა უქმნია, რა ნაკლულევანება აქვს გულში, რანაირად გაიმართავს იგი თავის თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ შეიქმნება უმჯობესი. გარნა, ნუ ფიქრობთ, ძმანო ჩემნო, რომ ადვილი იყოს ეს საქმე. დიდი მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმა, თუ სურს თვისი თავის შეტყობა.
|