
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 44]
თემა:
სინანული
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა.
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი წმინდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვათ, ჭეშმარიტის, წმინდა სინანულის მოპოვება არის თითქმის მთელი სჯულის შესრულება. თუ შენ ძმაო, ჭეშმარიტი სინანული შეიძინე მთელს სჯულს აასრულებ, ცხონებული იქნები.
|