
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 44]
თემა:
სინანული
რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით:
რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით: შეინანეთ. მაცხოვარი ამას მხოლოდ მოითხოვდა: „შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა“. თვით ამ სიტყვებით იწყო მან ქადაგება თვისისა სახარებისა. ამას ერთს ითხოვდნენ ყოველთა კაცთაგან მოციქულნიცა: „შევინანოთ, გავხდეთ ღირსი ღვთის სასუფეველისა“. ესრედი დიდი მნიშვნელობა მისთვის აქვს სინანულს, რომ იგი იპყრობს თვის შორის უმთავრესთა ქრისტიანულთა მცნებათა და არს ნაყოფი მათი.
|