
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 64]
თემა:
სრულყოფილება
დიდი სახე, დიდი იდეალი მოგვცა ღმერთმან; დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი ცხოვრებისა დაგვინიშნა: იყვენით
დიდი სახე, დიდი იდეალი მოგვცა ღმერთმან; დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი ცხოვრებისა დაგვინიშნა: „იყვენით თქვენ სრული, – იტყვის უფალი, – ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არს“. აჰა, რა სისრულე, რა სიწმინდე უნდა ვეძიოთ ქრიტიანეთა. „იყვენით თქვენ წმინდა, რამეთუ მე წმინდა ვარ“ – იტყვის წინასწარმეტყველის პირით ღმერთი. ვის შეუძლია, ათასი წელიც რომ იცხოვროს ქვეყანაზე, აღსვლა ამისთანა ხარისხსა ზედა სათნოებისასა. გარნა მისწრაფება, მეცადინეობა მაინც უნდა არ დავაკლოთ; ყოველთვის უნდა ვზრუნვიდეთ სათნოებისათვის, სულიერი წარმატებისათვის. ყოველთვის უნდა გვქონდეს თვალთა წინაშე ის სახე, ის მიზანი, რომელიც გვაჩვენა საღმრთომან სჯულმან ჩვენმან და ვნატრობდეთ მას.
|