წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - საკუთარი თავის უარყოფა
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

კაცი რომ არ შემცდარიყო, ცოდვაში არ ჩავარდნილიყო, მაშინ მისთვის რა საჭირო იქნებოდა თავის უარის ყოფა; მაშინ მას უნდა შეენახა, დაეცვა თავისი ბუნება და ყოველი ნიჭი ისე, როგორც ღმერთმა შეჰქნა იგი. მაგრამ ახლა, რადგანაც კაცის ბუნება არის დაცემული, წამხდარი, მან სწორედ უნდა უარჰყოს, დაღუპოს მისი აწინდელი სული და მით აცხოვნოს იგი. თუ ახლა კაცი თავის თავს ეფერება, ამით იგი გააცოცხლებს თავის გულში ყოველსა ცოდვასა და ვნებას. ამისათვის მან უნდა დაღუპოს, წარწყმიდოს თვის შორის ყოველიფერი აწინდელი, წამხდარი თავისი თვისება და მით შეუძლია აცხოვნოს თავისი სული.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები