
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 207]
თემა:
ცხონება
თუ გსურს, ძმაო ჩემო, განმართლება, ცხონება, და ვინ იქნება იმისთანა კაცი, რომ არ ჰსურდეს იგი, –
თუ გსურს, ძმაო ჩემო, განმართლება, ცხონება, და ვინ იქნება იმისთანა კაცი, რომ არ ჰსურდეს იგი, – შეიყვარე იესო ქრისტე, როგორც მოციქულმან პავლემ, რომელი იტყვის: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე“, ესე იგი პავლემ თვისი საკუთარი ცხოვრება, თვისი ნება–სურვილი უარჰყო და ქრისტეს ნება–სურვილს დაემორჩილა.
|