
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 276]
თემა:
ღვთის ნება
ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული
ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, – რა იგი არს ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული; ყოვლის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მცირე, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა გამოიკვლიოს, კეთილი არის ის საქმე და სათნო ღვთისა, თუ არა; არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა იმ საქმეზედ?
|