წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: შური

ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი ხასიათი, ძმანო ჩემნო. ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და

ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი ხასიათი, ძმანო ჩემნო. ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და ვმადლობდეთ ღმერთსა, როდესაც ვხედავთ რომელსამე ჩვენსა მოძმესა, თვისი ჭკუით და შრომით გაკეთებულსა, და ესრედ თვით ჩვენთვის კარგის გზის მაჩვენებელსა, ჩვენ ვწუხვართ და გვეკიდება ალი შურისა. ნაცვლად მისა, რომ ჩვენც გვამხნეოს მისმა მოქცევამ, წაგვახალისოს მისმა მაგალითმა და ვიწყოთ შრომა და მეცადინეობა, ჩვენ მარტო იმას ვფიქრობთ, რომ როგორმე შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ იგი. მივხვდეთ, რომ ერთი მეორეს შური ქვეყანას ვერ გააკეთებს, ბედნიერება ქვეყნისა აშენდება მხოლოდ სწავლითა, შრომითა, პატიოსნებითა.
 
0