თემა: სინანული

განიცადენით საქმენი თქუენნი, მოიკვეთენით ცოდვანი, იწყეთ სინანული, გამოიძიენით წერილთაგან კურნებანი

განიცადენით საქმენი თქუენნი, მოიკვეთენით ცოდვანი, იწყეთ სინანული, გამოიძიენით წერილთაგან კურნებანი სულთა თქვენთანი! ცოდვასა უგრძელეთ ჟამნი და ეტყოდეთ:
    - დღეს არა მცალსა და ხვალე აღვასრულო, - და ხვალენიცა ეგრეთვე და სხვანი დღენიცა.
    ხოლო სინანულსა იქმოდე სწრაფით და ნუ უგრძნობელ ჟამსა, ნუცა იტყვი:
    - ხვალე ვინანო და გინა ზეგე, - რამეთუ არა ვიცით - სიკვდილი ხვალე მოვალს ანუ დღეს, გინა წამსა შინა ამას თვალისასა. რათა არა გვპოოს უნანელად და განუკრძალველად, არამედ მონანულად და შემუსვრილად. რათა მოველოდეთ ლხინებასა ცოდვილთასა ქრისტე ეისუს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა შვენის დიდება აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
თემატური კითხვები
0