თემა: სინანული

ვითარცა ჯეჯილი ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ არს მას ჟამსა კაცმან ვინმე პოვოს მდელო ანუ შამბი და

ვითარცა ჯეჯილი ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ არს მას ჟამსა კაცმან ვინმე პოვოს მდელო ანუ შამბი და გამარგლოს, ხოლო უკეთუ მაშინ არა განიწმიდა, შეიშთობის ეკალთა მიერ, და უკეთუ კვალად თავასხმისა ჟამთა არა განიმარგლა, არღარა არს ჟამი გამარგვლისა მკისა ჟამსა, რამეთუ ეკალნი და ყანანი მის მიერ შეთობილნი ერთბამად მოიმკებიან, ეგრეთვე რომელსა ენებოს სინანული, ჟამი არს სინანულისა, რათა ადრე იქმოდეს და სწრაფით იწყოს გლოვად. და ვითართა მარგალსა შინა ფრთხილ იყოს კაცი, რათა ეკალთა წილ არა აღმოიფხვრას ჯეჯილი, ეგრეთვე კაცთა მიერ ჯერ არს, რათა ცოდვათა ჩვენთა მოვიკვეთდეთ და მას ვინანებდეთ, არათუ განუკძალველობისაგან ცოდვისა წილ მოკვეთისა აღმოვფხვრნეთ სათნოებანი და მოვაკვდინნეთ თავნი ჩვენნი, ვითარცა საწყალობელმან იუდა შეინანა, რამეთუ დაისაჯა იესუ, და დააბნია ვეცხლი და შეშთვილ იბა. შეინანა ურგებად და არა სარგებელად.
 
თემატური კითხვები
0