ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
ღმერთი
ესე ღმერთი საუკუნო და სამარადისო, მამისა საუკუნოსა და ძისა ღმრთისაი თანა არსისა მამისა, არსებითა და
ესე ღმერთი საუკუნო და სამარადისო, მამისა საუკუნოსა და ძისა ღმრთისაი თანა არსისა მამისა, არსებითა და ბუნებითა და დამბადებლობითა თანასწორი არს ორთავე ყოველთა შინა. მამისაგან გამომავალი და მისა შორის განსვენებული. და რომ ძე ღმერთი გვეზიარა კაცთა ბუნებისა მიღებითა და სიკვდილითა და ჯვარითა თვისითა დაგვაგნა ღმერთსა მამასა, მაშინ გვებოძა სულისაცა ყოვლად წმიდისა ზიარება, რომლისაცა მადლითა ნათესავ ღმრთაებისა ვითქმით. ესე არის გონება და სიბრძნე ყოველთა კეთილობათა შინა. ესე შეეხების გონებასა ყოველთასა და ლმობად აღატრფობს. წარმართთა სიმრავლე შეხებით მოაქცივნა. ცოდვილთა ექმნა მკურნალ და სინანულისა მასწავლელ. უმანკოებით ესე მორთავს სულთა, სრულყოფს სიწრფოებითა, განამდიდრებს სიწმიდითა, შემოსს პატიოსნებითა, ძლიერ ყყოფს სიკეთითა. და ყოველთა ყოველ ექმნების სავსება. ესე სული ყოვლად წმიდაი თვით იოხს ჩვენთვის და სრულყოფასა ჩვენსა აღავსებს, სიწმინდეთ გვაზიარებს და ღირსებით გვამაღლებს. ამისნი არიან: ძალნი, სიმხნე, მიუდრეკელობა სიბოროტის მიმართ, წარმატება და ამაღლება დიდებულებათა შინა, შეუბღალველი ცხოვრება, უზაკველი სული და უბიწო ცხოვრება. ამისითა ძალითა უმეცარნი აღვიტყვებით, მიწიერნი განღმრთობად აღვალთ, მოკვდავნი და საუკუნოობით და ზიარ ანგელოსთა დავეწესებით, ხილულად ანგელოსად და ჩვენ მიერ და ბუნებითა ჩვენითა ღმრთაება ქრისტეს შორის და ქრისტეს მიერ უცხადესად ეხილვების ყოველთა სიტყვიერთა და მიემადლების ყოველთა ცნობა ღმრთისაი უხილავისა და განცდად ვერ შესაძლებელისა.
|