წმ. ალექსი ბერი

ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახიალია მისი მარად

ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახიალია მისი მარად წინსვლისკენ ლტოლვა. ვონმე ადამიანი მიწევნილია იმ გულ-სავსების საზომზე, რომ კიდევ არ ნდომობს უმჯობესობა და წინ ხედვა უფრო უკეთესობისა გაუქმებულ იყოს მის შორის და ერთ წერტილზე ბედნიერების განსასვენებელში სუფევით დამყარებულ იყოს? ყველა დამათანხმება, რომ არ იქნება ისეთი კაცი ქვეყანაზე, არც ეუფებით, არც სიმდიდრით, რომელსაც კიდევ რაღაც უმჯობებისკენ, წინსვლისკენ ხედვა არ ქონდეს. ადამიანმა რამდენიც უნდა დიდების ხარისთა კიბეები აღვიდეს, რაც უნდა საქვეყნო პატივდება შეიძინოს, მაინც კიდევ აქვს სურვილი წარმატებისკენ. ხედავს, რომ რაღაც აკლია მას და სრული კმაყოფილების დროშა ჯერ კიდევ ვერ აღუმართავს, ეძებს და მიილტვის სადღაც უმაღლესისკენ. ეს აღუვსებელი ნდომის უფსკრული, დაუშრეტელი ყწურვილი წარმატებულებისა და მილტოლვა განდიდებისადმი არ ეკუთვნის მარტო ხორციელ ანგარების ანგარიშს, არამედ ეს ბრწყინვალე ნაპერწკალია დაუსრულებელი ღვთის ხარტება ადამიანის უკვდავად სისრულისადმი მისწრაფებისა.
 
6