წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე

როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს სამე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძვოდეს. წმინდანები, რომლებიც სიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძვოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მაგალითებს ხედავს. სოფელი მას ამ ცოდვებისკენ ეზიდება. სოფელთან ბრძოლა რომ ძნელია, ესეც წმინდანებმა დაგვიმტკიცეს; სწორედ ამიტომ ტოვებდნენ ისინი მას და სამოღვაწეოდ უდაბნოში მიდიოდნენ
 
0