როგორც თქვენ გნებავს, რაიცა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. აი, ასეთია ეს

"როგორც თქვენ გნებავს, რაიცა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. აი, ასეთია ეს მოკლე დარიგება მაცხოვრისა, მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ უნდა ვცხოვრობდეთ ქრისტეანები საღმრთო კანონით. რაც ჩვენ თავისთვის გვსურს, იგივე ისურვეთ სხვებისათვისაც; და პირიქით, რაც თავისთვის არა გსურს, იმას სხვისთვისაც ნუ ისურვებ, სხვასაც ნუ გაუკეთებ, ნუ უზამ. ა) გსურთ სხვები კარგად გეპყრობოდნენ თქვენ, იმათაც ასევე მოეპყარით თქვენ. ბ) გსურთ თქვენ შეურაცხყოფა არ მოგაყენონ სხვებმა, თქვენც ნუ შეურაცხყოფთ სხვებს. გ) გსურთ, სხვები გეხმარებოდნენ თქვენ ყველაფერში, რაშიდაც საჭიროებთ, თქვენც დაეხმარეთ სხვებს ასეთ საჭიროების შემთხვევაში... დ) თქვენ არ გსიამოვნებთ, როდესაც სხვები გატყუებენ, ჩირქსა გცხებენ, გზრახავენ, გკიცხავენ სხვებსაც ნუ გაუკეთებთ ასეთებს.
 
0